Saturday, June 8, 2019
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გახსენებთ, გავეცანით დღის მიზნებს.
http://tpdc.ge/essentials/rubrics/ ბმულის გამოყენებით გადმოვწერეთ შეფასების რუბრიკები და ჩავსვით ჩვენს საქაღალდეში. მოვარგეთ ჩვენს პროექტს.
განვიხილეთ მოდული 6-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. ტრენერი გვესაუბრა მოსწავლეთა შორის განსხვავების გამოვლენებზე, მათ საჭიროებებზე და მათზე მორგებულ ჩვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებზე. ყოველივე შევიტანეთ პროექტის გეგმის შესაბამის გრაფაში. პრიორიტეტის მიხედვით დავალაგეთ სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები.
ტრენერმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე მოსწავლეების შესახებ, რომელიც არის ვიზუალური, აუდიო და კინესთეტიკური.განვიხილეთ ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების უნარები.ვისაუბრეთ მრავალმხრივი ინტელექტით დაჯილდოვებულ მოსწავლეებზე.
გავეცანით პროექტების ფასილიტაციას.განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების არსი და საჭიროებები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment