ტრენინგის პირველ დღეს ტრენერი გაგვეცნო,წარგვიდგინა საკუთარი თავი,ასევე გავაკეთეთ ჩვენი თავის პრეზენტაცია,გავიცანით ერთმანეთი.ტრენერმა გაგვაცნო პროექტის გეგმა და მიზნები.დავსვით საკვანძო კითხვები:
- როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
- როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
- როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
- გავეცანით სხვა მასწავლებლების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს,შევქმენით პორტფოლიო,სადაც შეგვიძლია შევინახოთ სხვადასხვა საქაღალდე.
- განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები.
- ტრენერთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს მიერ უკვე დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე,მივიღეთ დავალება -მოვიფიქროთ პროექტის იდეა,რომელსაც მომავალში განვახორციელებთ.
No comments:
Post a Comment