ტრენინგის მესამე დღემ ჩაიარა საინტერესოდ, მიუხედავად იმისა ,რომ ინტერნეტი არ გვქონდა, ტრენერმა გაგვიზიარა მობილური ინტერნეტი და ვიმუშავეთ ჯგუფებში .დავრეგისტრირდით padlet.com საიტზე, შევქმენით საზიარო დაფა გონებრივი იერიშისთვის. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას, რადგან სტანდარტები უნდა შეირჩეს სწორედ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. ვნახეთ პრეზენტაცია-მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ. გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს. გავიაზრეთ თუ რა დანიშნულება აქვსთ მათ. რესურსების საქაღალდეში შევინახეთ დოკუმენტები, რომლებიც დაგვეხმარება მიმართულების მიცემაში.
ხათუნა ძალიან კარგი რეფლექსიაა,ყველაფერს ძალიან კარგად და სწრაფად ითვისებ, ასე გააგრძელე. გისურვებ წარმატებებს.
ReplyDeleteმადლობა . სასიამოვნოა შენი სიტყვები ჩემთვის და სტიმულის მომცემი.
Delete