Sunday, June 9, 2019

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე დღეს ვიმუშავეთ გამოკითხვის ფორმების შედგენაზე, შევადგინეთ ჩვენს პროექტზე მორგებული რამოდენიმე კითხვისაგან შემდგარი კითხვარი, რომელიც  ავტვირთეთ გუგლის საცავში. ტრენერი გვესაუბრა ფასილიტაციაზე. დავათვალიერეთ ფასილიტაციის ნიმუშები. დავასრულეთ ფასილიტაციის რესურსი. გავეცანით აქტივობებს მოსწავლეთა დასაჯგუფებლად. მას შემდეგ რაც ვიმუშავეთ პორტფოლიოს დასრულებაზე და  ხარვეზების გამოსწორებაზე ეს ყველაფერი ავტვირთეთ გუგლის საცავში და გავხადეთ საჯარო.
გავეცანით რჩევებს ჩვენი პორტფოლიოს და მოსწავლეთა ნამუშევრების ჩვენებისთვის. მცირე ჯგუფებში, როტაციის პრინციპით, ვირტუალური დემონსტრირება და ა.შ.
ეს ტრენინგი მართლაც რომ მნიშვნელოვანი და ღირებული იყო ჩემთვის. ტრენინგში მონაწილეობამ გამიჩინა ახალი იდეები. შეძენილ ცოდნას გამოვიყენებ როგორც საგაკვეთილო ისე არასაგაკვეთილო პროცესში.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

პროექტის წარდგენის პრეზენტაცია


პროექტის გამოკითხვის ფორმა

პრო

Saturday, June 8, 2019

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გახსენებთ, გავეცანით დღის მიზნებს. http://tpdc.ge/essentials/rubrics/ ბმულის გამოყენებით გადმოვწერეთ შეფასების რუბრიკები და ჩავსვით ჩვენს საქაღალდეში. მოვარგეთ ჩვენს პროექტს. განვიხილეთ მოდული 6-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. ტრენერი გვესაუბრა მოსწავლეთა შორის განსხვავების გამოვლენებზე, მათ საჭიროებებზე და მათზე მორგებულ ჩვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებზე. ყოველივე შევიტანეთ პროექტის გეგმის შესაბამის გრაფაში. პრიორიტეტის მიხედვით დავალაგეთ სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები. ტრენერმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე მოსწავლეების შესახებ, რომელიც არის ვიზუალური, აუდიო და კინესთეტიკური.განვიხილეთ ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების უნარები.ვისაუბრეთ მრავალმხრივი ინტელექტით დაჯილდოვებულ მოსწავლეებზე. გავეცანით პროექტების ფასილიტაციას.განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების არსი და საჭიროებები.

გამოკითხვა პროექტის შესახებ


Сделано на Padlet

Friday, June 7, 2019

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღეს გავლილი მასალის გამეორებით. ,,ვიუვერში'' დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ყველა ჩვენთაგანმა შევქმენით ჩვენს პროექტზე მორგებული პრეზენტაციები, რომლებიც შემდეგ მოვათავსეთ საქაღალდეში სახელწოდებით ,,მოსწავლის სავარაუდო ნიმუში''.
გავეცანით შეფასების რუბრიკის შექმნას, თუ რას ითვალისწინებს მასწავლებელი შეფასების რუბრიკის შექმნისას, აგრეთვე ის , რომ შეფასების სქემა შეიძლება იყოს 4 სახის: ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი და კონკრეტული. თითოეულ მათგანს გავეცანით დეტალურად. ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია ,,სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი.'
ერთმანეთს გავუზიარეთ დიფერენცირებული სწავლების ტიპები პირადი პრაქტიკიდან.
გავეცანით სხვადასხვა საძიებო სისტემებს.

Friday, May 31, 2019

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ მეოთხე დღის აქტივობების გახსენებით.გავაკეთეთ კომენტარები კურსის მონაწილეთა რეფლექსიებზე. ამის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო მეხუთე დღის სამუშაო გეგმა.
ჩამოვწერეთ ჩვენს პროექტზე მორგებული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომლებიც შევიტანეთ პროექტის გეგმაში.
ტრენერი გვესაუბრა შეფასების გეგმის LearningApps შესახებ. ვისწავლეთ რესურსების შექმნა, შევქმენით ბლოგზე ახალი პოსტი, რომელსაც დავარქვით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
შესვენების შემდეგ გადავედით ახალ თემაზე-შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა. viewer-ში ვნახეთ მოდული 2 , აქტივობა 3 .ვისაუბრეთ როგორი სახის უნდა იყოს შეფასება და თუ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლე. ვნახეთ პრეზენტაცია სადაც განვიხილეთ თუ რას ნიშნავს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები).
გავეცანით შეფასების ინსტრუმენტებს.
მოსწავლეების წინარე ცოდნის საჭიროებების დადგენის პრეზენტაციაში გავხსენით ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა.
დავიწყეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება. ჩამოვტვირთეთ ჩეკლისტი და შეფასების რუბრიკები, რომელიც მოვათავსეთ ჩვენს პორტფოლიოში-შეფასებებში.
ტრენინგის ბოლოს ტრენერმა გვთხოვა მთელი კვირის განმავლობაში გადავიკითხოთ ყველა მონაწილის პოსტები, გავუკეთოთ კომენტარი და თუ საჭიროება მოითხოვს მივცეთ შენიშვნები ან რჩევები.

Sunday, May 26, 2019

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ ახერხებენ ჩვეულებრივი ადამიანები გახდნენ ცნობილნი?

თემატური კითხვები
რა გავლენა იქონიეს პირველმა მოგზაურებმა,მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა მსოფლიოზე?
როგორ შეცვალეს ამ ხალხმა მსოფლიო?
რა მსგავსებები და განსხვავებებია სხვადასხვა ეპოქის ცნობილ ადამიანებს შორის?
შინაარსობრივი კითხვები
რომელ გამოჩენილ ადამიანებს იცნობთ წარსული და თანამედროვე ეპოქიდან?
ვინ იყვნენ პირველი ნობელის პრემიის ლაურიატები?
რა აღმოაჩინეს,რა შექმნეს მათ რითაც დაიმკვიდრეს სახელი მსოფლიოს ისტორიაში?

Saturday, May 25, 2019

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო იყო. ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო სამუშო დღის გეგემა, რის შემდეგაც დავიწყეთ სასწავლო პროექტის განხილვა და მასზე  მუშაობა.
ე.ს.გ.-ს პორტალიდან შევარჩიეთ პროექტზე მორგებული მიზნები,სტანდარტები და ინდიკატორები. ტრენერის მითითებით გავითვალისწინეთ 21-ე საუკუნის მახასიათებლები. viewer-დან ჩვენს პორტფოლიოში გადმოვიტანეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის და 21-ე საუკუნის სიტყვების ფაილები. ჩამოვტვირთეთ, გავეცანით და შევინახეთ საქაღალდეში პრეზენტაციები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ.
ტრენერის დავალებით ვიმუშავეთ წყვილებში მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენაზე.
ტრენინგის ბოლოს მივიღეთ დავალება - სახლში მოგვეფიქრებინა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჩვენი სასწავლო პროექტისთვის.

Sunday, May 19, 2019

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღემ ჩაიარა საინტერესოდ, მიუხედავად იმისა ,რომ ინტერნეტი არ გვქონდა, ტრენერმა გაგვიზიარა მობილური ინტერნეტი და ვიმუშავეთ ჯგუფებში .დავრეგისტრირდით padlet.com საიტზე, შევქმენით საზიარო დაფა  გონებრივი იერიშისთვის. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას, რადგან სტანდარტები უნდა შეირჩეს სწორედ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. ვნახეთ პრეზენტაცია-მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ. გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს. გავიაზრეთ თუ რა დანიშნულება აქვსთ მათ. რესურსების საქაღალდეში შევინახეთ დოკუმენტები, რომლებიც დაგვეხმარება მიმართულების მიცემაში.

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღეს ტრენერს გავაცანით ჩვენი იდეები სამომავლო პროექტის შექმნის შესახებ. ვისწავლეთ ბლოგის  შექმნა,შევქმენით ბლოგი.ასევე პროექტის თემასთან დაკავშირებით მოვიძიეთ სურათები,რომელიც შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოში-საავტორო უფლებების საქაღალდეში,გავეცანით ბუკლეტების რამოდენიმე ნიმუშს,მოვათავსეთ მოძიებული სურათი ბუკლეტში რომელიც ავირჩიეთ.

Saturday, May 18, 2019

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის   პირველ დღეს ტრენერი გაგვეცნო,წარგვიდგინა საკუთარი თავი,ასევე გავაკეთეთ ჩვენი თავის პრეზენტაცია,გავიცანით ერთმანეთი.ტრენერმა გაგვაცნო პროექტის გეგმა და მიზნები.დავსვით საკვანძო კითხვები:
  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
  • როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
  • როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
  • გავეცანით სხვა მასწავლებლების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს,შევქმენით პორტფოლიო,სადაც შეგვიძლია შევინახოთ სხვადასხვა საქაღალდე.
  • განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები.
  • ტრენერთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს მიერ უკვე დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე,მივიღეთ დავალება -მოვიფიქროთ პროექტის იდეა,რომელსაც მომავალში განვახორციელებთ.